ახალი ამბები
რუხის საავადმყოფოში 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით არსებულ 5 კოვიდცენტრში სულ 165 პაციენტი იმყოფება. აქედან 79 ინფიცირებული რუხის საავადმყოფოშია მოთავსებული, მათგან 12-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში 21 პაციენტი მკურნალობს, სენაკის "ლაზიკა მედში" 44, "სენამედში" 12, აბაშის "ევექსის" კლინიკაში კი 9. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.
Print