ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსისგან 52 ადამიანი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდცენტრებში 177 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. აქედან 91 ინფიცირებული რუხის საავადმყოფოშია მოთავსებული, მათგან 14-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში 21 პაციენტი მკურნალობს, სენაკის "ლაზიკა მედში" 44, "სენამედში" 12, აბაშის "ევექსის" კლინიკაში კი 9. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 52 ადამიანი განიკურნა.

საქართველოში ორი დღის განმავლობაში, კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი. 


Print