ახალი ამბები
რუხის კოვიდკლინიკაში ზუგდიდის მკვიდრი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 80 წლის ქალი ზუგდიდის მკვიდრი იყო და რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა.

რეგიონის მასშტაბით, 30 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის, სამეგრელოს კოვიდმიმღებ ცენტრებში სულ 168 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 17-ის მდგომარეობა მძიმეა.


Print