ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა
ქვეყნის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 64 სამეგრელო-ზემო სვანეთში. რეგიონში ვირუსისგან კიდევ 35 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

სამეგრელოს კოვიდცენტრებში ამ ეტაპზე 175 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს. მძიმეა რუხის საავადმყოფოში მყოფი 17 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

Covid 19-ს ქვეყანაში კიდევ 11 პირი ემსხვერპლა.

ინფორმაციისთვის, რეგიონის მასშტაბით, ბოლო რამდენიმე დღე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 30-ს არ აღემატებოდა. 

Print