ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 71 პირს დაუდასტურდა
ქვეყნის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ახალი 1 663 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 71 სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 769 პაციენტი, მათ შორის რეგიონის მასშტაბით 39 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 361 327-მდე.

Covid 19-ს ქვეყანაში კიდევ 9 პირი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 5 492 ადამიანი გარდაიცვალა.
Print