ახალი ამბები
სამეგრელოში მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს
ზუგდიდში, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელშიც დღეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, რუხთან ერთად ვაქცინაცია რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. ვაქცინაციის პროცესში სულ 25 ამცრელი ბრიგადაა ჩართული. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით ("სინოფარმი", "სინოვაკი" და "ასტრაზენეკა") არის შესაძლებელი.რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის ვაქცინირებულია 12 438 მოქალაქე. აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე. გარდა ამისა, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი 144 (3). ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

ამ დროისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის ინფექცია 472 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 175 რეგიონში არსებულ ხუთ კოვიდ კლინიკაში მკურნალობს. დღევანდელი მონაცემებით რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 438 მოქალაქე.
Print