ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 54 პირი დაინფიცირდა
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 54 სამეგრელო-ზემო სვანეთში. რეგიონის მასშტაბით ვირუსისგან კიდევ 31 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 6 885 აქტიური შემთხვევიდან 4 291 პირი საავადმყოფოში მკურნალობს. აქედან 181 სამეგრელოს კოვიდცენტრებში. 

Covid 19-ს ქვეყანაში კიდევ 13 პირი ემსხვერპლა, მათგან 1 ზუგდიდელია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში ვირუსით ინფიცირებული 5 551 ადამიანი გარდაიცვალა.


Print