ახალი ამბები
195 ინფიცირებული და 1 გარდაცვლილი - აფხაზეთში ეპიდვითარება გაუარესდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 622 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 195 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, გუდაუთის სავადმყოფოში კორონავირუსით 56 წლის ქალი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 188 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 92 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტია მოთავსებული, მათგან 18 - ის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 25, გაგრის კლინიკაში - 37, ხოლო ტყვარჩელში - 15.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid-19 სულ 20 780 დამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 285, გამოჯანმრთელდა 16580 მოქალაქე.

ეპიდვითარების გაუარესების გამო, 12 ივლისიდან, სოხუმმა კულტურული დაწესებულებების საქმიანობა დროებით შეაჩერა. 5 ივლისიდან აფხაზეთში დახურულ სივრცეში აიკრძალა ქორწილების, საზეიმო, სამგლოვიარო და სხვა ტიპის მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და დაიკეტა დახურულ სივრცეში განთავსებული კვების ობიექტები.



Print