აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 145 ახალი შემთხვევა გამოვლინდა									
			
		
						
								
					
											
							11:25 / 24.07.2021						
					
				
			
								დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოკვლეული 550 ადამიანიდან 145-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. 
ამავე ცნობით, აფხაზეთის მასშტაბით არსებულ საავადმყოფოებსა და კოვიდმიმღებ კლინიკებში სულ 316 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 90 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა Covid19-ის 20 925 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 16 750-ს შეადგენს. ვირუსით 285 პირი გარდაიცვალა.
			
			
											პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა Covid19-ის 20 925 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 16 750-ს შეადგენს. ვირუსით 285 პირი გარდაიცვალა.
 
					 
						
მასალის გამოყენების პირობები