ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 145 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოკვლეული 550 ადამიანიდან 145-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, აფხაზეთის მასშტაბით არსებულ საავადმყოფოებსა და კოვიდმიმღებ კლინიკებში სულ 316 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 90 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა Covid19-ის 20 925 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 16 750-ს შეადგენს. ვირუსით 285 პირი გარდაიცვალა.


Print