ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 111 პირი დაინფიცირდა
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 111 სამეგრელო-ზემო სვანეთში. რეგიონის მასშტაბით ვირუსისგან კიდევ 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 23 573 აქტიური შემთხვევიდან 4 963 პირი საავადმყოფოში მკურნალობს. აქედან 226 სამეგრელოს კოვიდცენტრებში. მძიმეა რუხის საავადმყოფოში მყოფი 25 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

Covid 19-ს ქვეყანაში კიდევ 9 პირი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში ვირუსით ინფიცირებული 5 665 ადამიანი გარდაიცვალა.


Print