ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 157 სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით. რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში 37 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 31 295 აქტიური შემთხვევიდან 5 651 პირი საავადმყოფოში მკურნალობს. აქედან 300 სამეგრელოს კოვიდცენტრებში. მძიმეა რუხის საავადმყოფოში მყოფი 27 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გუშინ აღნიშნულ კლინიკაში 2 პაციენტი გარდაიცვალა.

Covid 19-ს ქვეყანაში კიდევ 27 პირი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში ვირუსით ინფიცირებული 5 820 ადამიანი გარდაიცვალა.


Print