ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 176 და გარდაცვალების 3 შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 602 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 176 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში გუდაუთის კლინიკაში, სამი პაციენტი - 46 წლის მამაკაცი, ასევე 73 და 75 წლის ქალები გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 169 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 36-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტია მოთავსებული, მათგან 20-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 24, გაგრის კლინიკაში - 44, მათგან 12 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში - 15 კოვიდ დადბითი გადის მკურნალობის კურსს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით  კორონავირუსი 21 911 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 307, გამოჯანმრთელდა 17 445 მოქალაქე.


Print