ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 172 ადამიანს დაუდასტურდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 595 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 172 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 169 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 46-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტია მოთავსებული, მათგან 20-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 26, გაგრის კლინიკაში - 49, ხოლო ტყვარჩელში - 15 კოვიდ დადებითი გადის მკურნალობის კურსს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსი 22 083 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 307, გამოჯანმრთელდა 17 806 მოქალაქე.



Print