ახალი ამბები
იაკობ ქაჯაია ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან კუბელ ლოპეს ნუნიესთან ანგარიშით 0:5 დამარცხდა.

ცნობისთვის, ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ჩილელი აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა, მანამდე კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი - სერგეი სემენიოვი.

ამრიგად, ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველომ უკვე ოთხი ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი მოიპოვა.


Print