ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 190 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის - 190 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან ვირუსი სულ 436 573 პირს დაუდასტურდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში კოვიდ 19-ით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. სულ დაავადებას 5 986 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 2 626 ინფიცირებული, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 393 453-ს შეადგენს.

სამეგრელოს ხუთ კოვიდკლინიკაში ამ ეტაპზე 330 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 28 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძძიმეა, 45-ის კი საშუალო სიმძიმის.

დღის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსისგან 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Print