ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 128 ადამიანი დაინფიცირდა და 3 გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 446 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 128 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 176 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 42-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 41 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 18, გაგრის კლინიკაში 40, აქედან 12 მძიმე მდგომარეობაში, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 23 პირი მკურნალობს, ხოლო ტყვარჩელში 13.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსი 22 770 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 323, გამოჯანმრთელდა 18 205 მოქალაქე.





Print