ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში COVID-19 კიდევ 265 პირს დაუდასტურდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 265 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 444 569-ს. 

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 41 249 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, აქედან 6 426 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს 5 კოვიდცენტრში სულ 313 პირი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 30 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

რეგიონის მასშტაბით ვირუსისგან 94 ადამიანი განიკურნა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყენაში კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 4 სამეგრელოში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ 6 054 ლეტალური შემთხვევა აღირიცხა.


Print