ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID 19-ით ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 210 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 447 913-მდე გაიზარდა.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 41 187 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, აქედან 6 511 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს 5 კოვიდცენტრში სულ 325 პირი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 33 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

რეგიონის მასშტაბით ვირუსისგან 73 ადამიანი განიკურნა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყენაში კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 4 რუხის კლინიკაში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ 6 084 ლეტალური შემთხვევა აღირიცხა.
Print