ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 287 შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო - ზემო სვანეთში 287.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 310 პირი, ხოლო გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 279 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 236 შემთხვევა, აჭარა - 811, იმერეთი - 537, ქვემო ქართლი - 246, შიდა ქართლი - 280, გურია - 106, კახეთი - 398, მცხეთა-მთიანეთი -101, სამცხე-ჯავახეთი - 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 47 601, საიდანაც 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 311 პაციენტი. 37 686 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 466 326-ს.


Print