ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 364 ადამიანს დაუდასტურდა
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 364 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 477 264-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 867 ინფიცირებული. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 50 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 371 პირი ემსხვერპლა.
Print