ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდცენტრებში 400-მდე ადამიანი მკურნალობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით არსებულ 6 კოვიდცენტრში ამ ეტაპზე 396 ადამიანი მკურნალობს, მათგან 33 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით,  რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 101-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 53 854 მიმდინარე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 6 835 ადამიანი საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.
Print