ახალი ამბები
Сovid – 19 აფხაზეთში: 111 ინფიცირებული და 2 გარდაცვლილი
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 454 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 111 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 2 პაციენტი გარდაიცვალა, 66 წლის ქალი, რომელიც გუდაუთის კოვიდ კლინიკაში მკურნალობდა და 68 წლამდე მამაკაცი, რომელიც რუსეთის სამხედრო საველე ჰოსპიტალში იყო მოთავსებული.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 74 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 16-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 10, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 23, გაგრის კლინიკაში – 18, მათგან 4 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 12, რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 74 პაციენტი იმყოფება, მათგან 7 მძიმე მდგომარეობაა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 25199 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 380, გამოჯანმრთელდა 21 165 მოქალაქე.




Print