ახალი ამბები
ანაკლიაში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამატებითი სივრცე ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხსნა, სადაც მოსახლეობას ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია იმუნიზაცია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში ვაქცინაცია უკვე 25 დაწესებულებაშია შესაძლებელი. გარდა ამისა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს მობილური ჯგუფები, რომლებიც სოფლებში ადგილზე ვაქცინაციას ახდენენ.

ვაქცინაციის პროცესს მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა გაეცნენ.

,,ყველას მოვუწოდებ აიცრას, ვინაიდან ვაქცინას ალტერნატივა არ აქვს", -განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

მერის მოვალეობის შემსრულებლის კონსტანტინე კაკავას ინფორმაციით, მოსახლეობის იმუნიზაციის ცენტრამდე ტრანსპორტირებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს.
Print