ახალი ამბები
კორონავირუსს 50 წლის ზუგდიდელი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსს კიდევ ერთი ზუგდიდელი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამავე ცნობით ის 50 წლის მამაკაცია და რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

ამ დროისთვის, რუხის კლინიკაში სულ 164 პირია მოთავსებული, მათგან 42-ის მდგომარეობა მძიმეა.

სამეგრელოს დანარჩენ კოვიდმიმღებ ცენტრებში 250 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5-ის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ.

ბოლო 24:00 საათში ვირუსისგან 290 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
Print