ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში COVID-19 კიდევ 270 ადამიანს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 470 ახალი შემთხვევა, აქედან 270 სამეგრელო-ზემო სვანეთში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 598 396 შეადგინა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 2 243 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 565 773-მდე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 46 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 8 621 პირი ემსხვერპლა.




Print