ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში გამოკვლეული 507 პირიდან 116-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯამში ინფიცირების 27 153 შემთხვევა აღირიცხა. გარდაიცვალა 410, ხოლო გამოჯანმრთელდა 22 107 ადამიანი. 

ამ ეტაპზე აფხაზეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში სულ 172 პაციენტი მკურნალობს, 27 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
Print