ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, 172 დაინფიცირდა
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 733 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 172 ახალი შემთხვევა. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. 61 წლის მამაკაცი და 70 წლის ქალი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდნენ მკურნალობის კურსს.

ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 173 ინფიცირებული მკურნალობს, მძიმეა 32 პაციენტის მდგომარეობა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა COVID 19-ით ინფიცირების 28 120 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 23 106-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 421 პირი.


Print