ახალი ამბები
STOPCOVID ლატარიაში 500 ლარი ზუგდიდში აცრილმა უკვე 8 პირმა მოიგო
ამ ეტაპისთვის ვაქცინირებული პირებისთვის მიმდინარე წამახალისებელ ლატარიაში ზუგდიდში აცრილმა უკვე 8 ადამიანმა მოიგო. ინფორმაცია ამის შესახებ გათამაშებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე https://stopcov.lotto.ge-ზეა განთავსებული. ასევე, საიტის მონაცემებით 100 ლარი მოიგო რამდენიმე ათეულმა ზუგდიდელმა.

"აიცერი და მოიგეს" ბილეთებს (ელექტრონული სახით) მოქალაქეები ვაქცინაციის დროს ავტომატურად იღებენ. მონაწილეობის მისაღებად პირი ერთხელ მაინც უნდა იყოს აცრილი. ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით ვლინდებიან. 

ლატარია ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით 14 სექტემბრიდან დაიწყო.
Print