ახალი ამბები
448 ახალი შემთხვევა - სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა იმატა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევა, მათგან 448 სამეგრელო-ზემო სვანეთში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 726 941-ს. ვირუსისგან განიკურნა კიდევ 4 223 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 669 822-მდე.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 47 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას ჯამში 10 136 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება 46 957 საიდანაც 6 493 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 491 პირი გადის მკურნალობის კურსს. მძიმეა 39 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.


Print