ახალი ამბები
რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. 60 წლის წალენჯიხელი ქალი რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 491 პირი იმყოფება. ისევ მძიმეა 39 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 177 ადამიანი.​ საკარანტინე სივრცეში 26 კოვიდინფიცირებული მოქალაქე რჩება.
Print