ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 384 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევა, მათგან 384 სამეგრელო-ზემო სვანეთში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 748 751-ს. ვირუსისგან განიკურნა კიდევ 2 235 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 684 154-მდე.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 68 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას ჯამში 10 368 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 54 203 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 6 707 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. თვითიზოლაციაში იმყოფება 42 963 ადამიანი.
Print