ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 120 და გარდაცვალების 1 შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 534 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 120 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში კორონვირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა. 1946 წელს დაბადებული ქალი სოხუმში განთავსებული რუსეთის სამხედრო საველე ჰოსპიტალში მკურნალობდა.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 88 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 45 - ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 13, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 20, გაგრის კლინიკაში – 35, მათგან 7 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 9 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 103 პირი იმყოფება, მათგან 12 მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 32 387 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 469, გამოჯანმრთელდა 27 170 მოქალაქე.



Print