ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ადამიანი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს რეგიონში კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 80 წლის მამაკაცი ფოთის მკვიდრია და კლინიკა "ბომონდში მკურნალობდა, ხოლო 68 წლის სენაკელი მამაკაცი რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 246 პირი გამოჯანმრთელდა. კოვიდცენტრებში მკურნალობას 493 პაციენტი აგრძელებს, მათგან 40-მდე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კარანტინში 26 ინფიცირებული რჩება.

Print