ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდ-19 კიდევ 236 მოქალაქეს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 700 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 277 პირი, ხოლო 81 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევებიდან, თბილისში 1 596 დაფიქსირდა, აჭარა - 135, იმერეთი - 598, ქვემო ქართლი - 240, შიდა ქართლი - 307, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 236, კახეთი - 327, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 708, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 49 364 ადამიანი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 784 091-ს
Print