ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 147 ადამიანი დაინფიცირდა და 5 გარდაიცვალა
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 147 და ბოლო ორ დღეში გარდაცვალების 5 შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. 

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 71 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 21 - ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 38 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 15, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 22, გაგრის კლინიკაში – 24, მათგან 5 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 7 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 93 პირი იმყოფება, მათგან მძიემა - 12 .

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 33 343 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 27756-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 488 პირი.


Print