ახალი ამბები
კორონავირუსით ზუგდიდში მცხოვრები 2 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში რუხის კოვიდკლინიკაში კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. ორივე მათგანი ზუგდიდის მკვიდრია. გარდაცვლილთაგან ერთი 82 წლის ქალია, ხოლო მეორე 46 წლის მამაკაცი.

აღნიშნულ საავადმყოფოში 174 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. 34 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ რეგიონის მასშტაბით არსებულ კლინიკებში 470 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს. საკარანტინე სივრცეში 24 მოქალაქე რჩება.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 278-ს შეადგენს.


Print