ახალი ამბები
სოხუმი: Covid- 19 – ის 108 ახალი შემთხვევა და 2 გარდაცვლილი
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში 455 პირი გამოიკვლიეს და მათგან 108 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, Covid - 19 – ით გამოწვეული გართულებების შედეგად, 2 პაციენტი გარდაიცვალა. 65 და 69 წლის ქალები გუდაუთის ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.

ამავე ცნობით, ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 62 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 15 მძიმე მდგომარეობაშია, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 40 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა - 18, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 13, გაგრის კლინიკაში – 22, მათგან 1 მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 13 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 65 პირი იმყოფება, მათგან მძიმეა 8.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 35 302 შემთხვევა დაადასტურა, გარდაიცვალა - 530, გამოჯანმრთელდა - 28 822 პირი.


Print