ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 105 პირი
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში 341 პირი გამოიკვლიეს და მათგან 105-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით,  გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 1932 წელს დაბადებული კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.

დღეის მონაცემებით აფხაზეთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებსა და საველე ჰოსპიტალში 215 ადამიანი მკურნალობს, მძიმეა 52 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 35 407 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 28 822, გარდაიცვალა 531 ადამიანი.
Print