ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელოს მასშტაბით არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 4 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან 3, ზუგდიდელი 73 წლის ქალი, ჩხოროწყუელი 75 წლის მამაკაცი და წალენჯიხის მკვიდრი, 72 წლის ქალი რუხის საავადმყოფოში, ხოლო 72 წლის სენაკელი ქალი კი "სენამედში" მკურნალობდა.

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 478 პირი აგრძელებს მკურნალობის კურსს, 40-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

კარანტინში იმყოფება 22 ინფიცირებული მოქალაქე.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 227-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 366 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
Print