ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდცენტრებში 478 ადამიანი მკურნალობს, რეგიონში ინფიცირების 236 ახალი შემთხვევაა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა კიდევ 345 ადამიანი.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში ამ ეტაპზე 478 პირი გადის მკურნალობის კურსს. ისევ მძიმეა 40-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

22 კოვიდინფიცირებული რჩება რეგიონში არსებულ საკარანტინე სივრცეებში.
Print