ახალი ამბები
ბოლო 24 საათში სამეგრელოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით სამეგრელოში მცხოვრები კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. სენაკელი 72 წლის ქალი "ლაზიკა მედში" მკურნალობდა, წალენჯიხაში მცხოვრები 66 წლის ქალი რუხის კლინიკაში იყო მოთავსებული, ხოლო 92 წლის ზუგდიდელი მამაკაცი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს. 

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 443 პაციენტი რჩება, 40-მდე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. კარანტინში იმყოფება 22 ინფიცირებული მოქალაქე. 

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 256-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 276 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


Print