ახალი ამბები
რუხის საავადმყოფოში 2 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, კორონავირუსს კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით 71 წლის ქალი ხობის მკვიდრია, ხოლო 77 წლის ქალი ზუგდიდიდანაა. ორივე მათგანი რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა. 

სამეგრელოს კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში ამ ეტაპზე 443 პირი გადის მკურნალობის კურსს, მძიმეა 39 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 22 კოვიდინფიცირებული რჩება რეგიონში არსებულ საკარანტინე სივრცეებში. 

გასული დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოჯანმრთელდა Covid-19-ით ინფიცირებული 259 ადამიანი.


Print