ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მოთავსებული 443 პაციენტიდან 39 მძიმედაა
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამეგრელოში არსებულ კოვიდცენტრებში 443-ზე მეტი პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. მათგან, 39 ადამიანის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან რეგიონში კიდევ 325 პირი გამოჯანმრთელდა.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში სულ 22 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.

Print