ახალი ამბები
რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. 58 წლის ქალი აბაშის, ხოლო 65 წლის ქალი მესტიის მკვიდრია. ისინი რუხის კლინიკაში გადიოდნენ  მკურნალობის კურსს.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 443 პირი მკურნალობს. მძიმეა 39 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 301-ს შეადგენს. კარანტინში 22 ინფიცირებული რჩება.

Print