ახალი ამბები
რუხის კოვიდკლინიკაში გალის მკვიდრი გარდაიცვალა
სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 83 წლის ქალი გალის მცხოვრებია. ის რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა. აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობის კურსს სულ 157 პაციენტი გადის. მათგან 34 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რეგიონის კოვიდკლინიკებში ამ ეტაპზე 443 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. საკარანტინე სივრცეში 22 მოქალაქე იმყოფება.

დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში 390 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 214 დაინფიცირდა.
Print