ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 184 ადამიანს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 979 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 184 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 904 181-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 852 560-მდე.

ამ ეტაპზე ფიქსირდება ინფიცირების მიმდინარე 38 624 აქტიური შემთხვევა, საიდანაც 5 798 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 12 971 პირი ემსხვერპლა.
Print