ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 150 ახალი შემთხვევაა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევა, აქედან 150 სამეგრელო-ზემო სვანეთში. რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 356 ადამიანი მკურნალობს, საკარანტინე სივრცეში კი 23 კოვიდინფიცირებული რჩება. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა  190 პირი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით  ქვეყანაში კიდევ 76 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 2 ზუგდიდის, 1 ჩხოროწყუს, 1 კი ხობის მკვიდრია.


Print