ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 54 ადამიანს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა, აქედან 54 სამეგრელო-ზემო სვანეთში. რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 321 ადამიანი მკურნალობს, საკარანტინე სივრცეში კი 23 კოვიდინფიცირებული რჩება. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 155 პირი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით  ქვეყანაში კიდევ 71 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 5 სამეგრელოში.
Print