ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, 140 კი დაინფიცირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკაში 640 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 140-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 170-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 51 პაციენტი. ამავე ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 4 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 49, 55 და 83 წლის მამაკაცები და 78 წლის ქალი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში COVID 19-ით ინფიცირების 37 596 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 30 067, გარდაიცვალა 555 ადამიანი.
Print